ქუთაისში ტაქსის მძღოლმა მამაკაცი გადაარჩინა

ახალგაზრდა კაცი რუსთაველის ხიდიდან ცდილობდა გადახტომას, როდესაც იგი გულისხმიერმა ტაქსის მძღოლმა შეაჩერა.

ღამით, ტაქსის მძღოლი, რომელიც სარგებლობს სერვის «მაქსიმით», მორიგ შეკვეთას ასრულებდა, რა დროსაც დაინახა ხიდის პირას მდგარი ადამიანი. მან გააჩერა ავტომობილი, სასწრაფოდ გაიქცა მასთან და გადმოიყვანა უსაფრთხო ადგილას.

– მე ჩავისვი ახალგაზრდა კაცი მანქანაში და დავიწყე მასთან საუბარი, რომ იმ მდგომარეობიდან გამომეყვანა. როდესაც ცოტათი დამშვიდდა, მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ უიმედო სიყვარულმა უბიძგა, – ამბობს ტაქსის მძღოლი ლაშა ჭუმბაძე. – არა მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.

– ლაშა უკვე ორი წელია სარგებლობს სერვის «მაქსიმით» და ახორციელებს მგზავრების გადაყვანას ავტომობილი Honda Fit-ით. ამ დროის განმავლობაში მას მიღებული აქვს მაღალი რეიტინგი და დადებითი შეფასებები მგზავრებისგან. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ «მაქსიმით» სარგებლობს ასეთი პატიოსანი, გულისხმიერი და სამაგალითო მძღოლი, – აღნიშნავს ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისში თამაზ ბოჭორიშვილი.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: რა მოხდა სომხეთში ისეთი განსაკუთრებული, რაც ჩვენ არ გვინახავს, აქ არ მომხდარა, ან არ მოხდება?
შემდეგი სტატიათიბისი ბანკი ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს