ქუთაისში, მატარებელი ავტომობილს დაეჯახა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილის მძღოლს შუქნიშანთან მანქანა უნდა გაეჩერებინა, თუმცა ეს არ გაუკეთებია, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მხულის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. უწყება ერთი პირის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიფარული კადრების გავრცელების საქმეზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატია“რესპუბლიკელები” ალაპარაკდნენ დღეს, თორემ, კოალიციის დაშლას დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ”