ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის პასუხს ელოდებიან, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის პასუხს ელოდებიან, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პასუხები დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, ყველა სტაბილურად არის და მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში განაგრძობენ. კლინიკაში მაღალი ტემპერატურით ძირითადად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები შეჰყავთ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ხუთი ახალი პაციენტიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება მომატებული ტემპერატურა
შემდეგი სტატიასაქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება