ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა ქურდიანის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა.

700 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დეკორატიული ფილები იგება, განათების სისტემა მონტაჟდება. ამის შემდეგ საპარკე ინვენტარი განთავსდება, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია რულონური ბალახის დაგება სარწყავი სისტემით. ტერიტორიაზე ხე-მცენარეებიც დაირგვება.

მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 116 919 ლარს შეადგენს. მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს ასევე მედიატორებს
შემდეგი სტატიაოპოზიციამ ჩაშალა დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე – ღარიბაშვილი