ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი – ცხენების მაფია რუხის ხიდზე

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზე

 

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზეექსკლუზიური ფოტოები ოკუპირებული სოხუმიდან

 

ფოტოსურათები, რომელსაც დღეს „თაიმერი“ ექსკლუზიურად აქვეყნებს, რუსებისგან ოკუპირებული სოხუმის რეალობას ასახავს. აღსანიშნავია, რომ სურათები რამდენიმე კვირის წინ, ტელეფონითაა გადაღებული. „თაიმერმა“ იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც სოხუმის ამბები გვიამბო და ფოტოებიც მოგვაწოდა, ცხადია, იცის. ჩვენი წყარო აფხაზია, თუმცა სოხუმში არ ცხოვრობს და ოკუპირებულ ქალაქში, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ახლახან ჩავიდა. შესაბამისად, ვინაობის გამხელა მას სერიოზულ პრობლემებს მოუტანს. აფხაზები გადამეკიდებიანო, – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარომ. ამიტომ, კონფიდენცალობის დაცვის სრული გარანტია მივეცით.

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზე

ფოტოსურათებზე, რომელიც „თაიმერს„ ექსკლუზიურად მოაწოდეს, ნათლად ჩანს სოხუმის ქუჩები. წყარო ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები ქალაქში არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, აფხაზები თავს „საკაიფოდ“ გრძნობენ. ამასთან, სოხუმში ფეშენებელური „მოსკოვის სახლიც“ ქონიათ, რაც თავისთავად ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს, რომ აფხაზეთზე კრემლის გავლენა ძალიან დიდია.

 

სურათებზე ისიც ნათლად ჩანს, რომ სოხუმში ქართული არაყი იყიდება, რომლის ასე ვთქვათ, სამარკო ნიშანიც არის „ჩაჩა“. ასევე, დახლებზე გამოფენილია ღვინოები: „გუდაუთა“, „აფხაზია“,  „ნოვი აფონ“…

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზე

წყარო „თაიმერს“, საკუთარი დაკვირვებით, კიდევ ერთ საინტერესო ინფორაციას აწვდის, თუმცა ეს ინფრომაცია სოხუმს კი არა, გალის რაიონში გადასვლას, კერძოდ, რუხის ხიდს ეხება.

„რუხის ხიდზე 5 თუ 6 ფაეტონი დადის, რომელსაც ხალხი გაღმა გადაჰყავს და პირიქით, აქეთ გადმოყავს. მგზავრობა ლარი ღირს, ასევე, თითო ხელჩანთის საფასურიც ლარია. როგორც გავარკვიე, თვეში ერთხელ, ფაეტონის მფობელებს აფხაზები „არეკეტებენ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ თვე, მათ 5 ათასი რუბლი უდა გადაუხადონ,“ – ყვება წყარო და დასძენს, რომ ე.წ. მედროგეები ქართველები არიან.

„დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ყური მოვკარი, რომ „ფაეტონების ბიზნესის“ წილში ქურდებიც „სხედან“. ყოველ შემთხვევში, ცხენის მეპატრნეები ბოლო მოდელის ჯიპებით დადიან. ისე, ცხენები ისეთი ქეციანები არინა, რომ შეხედავ, გული გაგისკება, მაგრამ თითო ცხენი მაინც კარგ „მაყუთს“ ტყოვებს,“ – ამბობს წყარო.

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზე

„თაიმერის“ კითხვაზე, „ფაეტონების მაფია“ ქართველებისაა თუ აფხაზების, ინკოგნიტო რესპოდენტი ამბობს, რომ ამ ბიზნესის უკან ქართველები დგანან, თუმცა ვინაიდან ფაეტონებით გალელი ქართველებიც სარგებლობენ, ბიზნესი რომ არ ჩავარდეს, ამიტომ აფხაზებს თვეში ზემოხსენებულ 5 ათას რუბლს უხდიან. სხვანაირად, ფაეტონები აფხაზეთის საზღვრამდე ვერ მივლენ…

– ანუ, ცხენების ბიზნესი გალის რაიონზეა გათვლილი? – დაინტერესდა „თაიმერი“.

– დიახ, ასეა. ზუგდიდს როგორც გასცილდებით, სოფელ რუხთან, სადაც მდინარე ენგური ჩამოედინება, დაახლოებით, 300-მეტრიანი ხიდია. ამ ხიდის მეორე მხრიდან უკვე გალის რაიონი იწყება. ფაეტონები ხიდის აქეთ მხარესაც დგანან და იქითაც.

– აფხაზეთში თქვენც ამ გზით შეხვედით?

– დიახ…

წყარო „თაიმერს“ სოციალური ქსელით დაუკავშირდა, ამიტომ, ბევრი საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში პირადად შეგხვდება და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის.

ნიკა მელიქიძე

ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზექართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზეafxzetuქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი - ცხენების მაფია რუხის ხიდზევინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარიafxazetiafxazetiაფხაზეთში რუსი ტურისტების მასიური გაქურდვაpoiuy

 

banner
წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენი: „რუსულ არმიას სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ!“
შემდეგი სტატია„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“…