ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

sesxi

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის შუალედში ქართულმა ოცნებამ 6.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო

banner
წინა სტატიაშირომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი”