„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გიორგი ქობულიასგან განმარტებებს ითხოვს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გიორგი ქობულიასგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებაზე, რომ ბარიერების არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა 9%-ით შესაძლებელია.

ლევან კობერიძის თქმით, გიორგი ქობულია ვალდებულია დაასახელოს რა ბარიერებს გულისხმობს. ის ასევე განმარტებებს პრემიერ-მინისტრისგანაც ითხოვს.

„როცა ეკონომიკის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა შეუძლებელია, მისი დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ 9% ზრდა, რაც ფაქტობრივად გაორმაგებაა, შესაძლებელი იყო ბარიერების არარსებობის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ვალდებულია დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლანდელმა მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ განმარტებები ამ საკითხზე , ვიდრე მინისტრი დაინიშნება, პარლამენტში მინიმუმ შესაბამის კომიტეტებში უნდა ხდებოდეს მათი ხედვების ღიად და გამჭვირვალედ გაცნობა და დამტკიცება,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია გაყალბების თავიდან ასაცილებლად პარტიული დამკვირვებლებისთვის ტრენინგს აგრძელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – კლინიკები, რომლებმაც სახელმწიფო თანხა არასწორად მიიღეს, ბიუჯეტში მხოლოდ ამ თანხას დააბრუნებენ