ვოლსკი: ტიკარაძე მეომარია, მის საქმიანობას ხინჯი არ გააჩნია

ქართული ოცნების ერთერთი წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მეომარია და მის საქმიანობას ხინჯი არ გააჩნია.

ვოლსკი აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისა და ტელევიზიების, მათ შორის ფორმულას ამოცანაა, ვირუსი სწრაფად გავრცელდეს.

“მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. არც საწოლი ადგილები გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ.

ეკატერინე ტიკარაძე არის ერთერთი მეომარი აი, ამ რთულ ვითარებაში და მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია. რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს პანდემია, ეს არის მთავარი ამოცანა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის თქვენი”, – მიმართა ვოლსკიმ ფორმულას ჟურნალისტს.

ბოლო რამდენიმე დღეა ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცნობები ვრცელდება, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიოში დასარიგებლად 4,3 მილიარდი დოლარია საჭირო
შემდეგი სტატიაუკანონო პატიმრობის მეოთხე დღე – 65 წლის მირიან თაზიაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება