საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “ქართული ოცნების” ახალ სახეებთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.პრესამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.ჯერჯერობით არ კონკრეტდება ვინ არიან “ქართული ოცნების” ახალი სახეები.