„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის

პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების საარჩევნო ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის.

„ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც,“ – აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის სასამართლო სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობაში 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა