“ქართული ოცნება” აქციის მონაწილეებს სპეცრაზმით ხვდება

„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების მობილიზება აქციის მონაწილეების პროტესტს უკავშირდება. სწორედ ამ წუთებში პარლამენტთან შეკრებილები მმართველი პარტიის ოფისისკენ მიდიან.

ახალგაზრდები, რომლებიც 3 დღეს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, ერეკლეს მოედნისკენ მიემართებიან.

მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, იმის გამო რომ მათი მოთხოვნა – გადადგეს შს მინისტრი და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები არ სრულდება, გადაწყვიტეს საკუთარი მოთხოვნები “ოცნების” ოფისთან გააგონონ.

მმართველი გუნდის ოფისში კი ამ წუთებში სპეცრაზმელები შეჰყავთ. ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის დღესაც სამართალდამცველები ჩადგებიან.

banner
წინა სტატიაშიბერა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება – სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში