“ქართული მხარე მოითხოვს, ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები საქართველოს კანონმდებლობით დაისაჯონ”

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრას, რომელიც ხვალ გალში გაიმართება, საქართველოს სამართალდამცავები და შერიგების აპარატის წარმომადგენელი დაესწრებიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება მთავარი საკითხი, რაზეც ხვალ გალში იმსჯელებენ.

ციხელაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობით დაისაჯონ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრა 4 წლის განმავლობაში პირველად დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაში“შსს-ს უნდა ჰქონდეს სრული უფლებამოსილება, უზრუნველყოს ოკუპირებულ ზოლში მოქალაქეების უსაფრთხოება”
შემდეგი სტატიაკაუნასში, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა