“ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს – მეკაიფებით?”

“ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს – მეკაიფებით?” – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლილე ლიპარტელიანს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ წინასაარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობას” სიძულვილის კამპანია არ ჰქონია.

კახა კალაძემ სიძულვილის ენაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “მთავარი არხი” დაადანაშაულა.

ძალიან უხერხულია, წარმოადგენთ “ნაციონალურ მოძრაობას” და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო. თქვენი პარტიული ტელევიზიები, თქვენი ნაპროკურორალი გვარამიას ხელმძღვანელობით ყოველდღიურად თესავთ სიძულვილის ენას და აგრესიას.

ყველაფერი რაც კი შეიძლება ბოროტება, ცუდი მოიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობთ. საკუთარ თავზე გეტყვით, მთელი საარჩევნო კამპანია ჩავატარე ცივილურად, ბანერები, ჩემი შვილების შეურაცხყოფა, ბანერებზე წითელი საღებავის შესხმა, ჩემი მშობლების შეურაცხყოფა, ეს იყო თქვენი კამპანიის ნაწილი, რასაც თქვენი ტელევიზიებით აკეთებდით ყოველდღიურად და დღეს ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა უცხოაო, – თქვა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: “მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს: რასაც 2012 წლამდე ქართველ ხალხს ჰკადრებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!