ქადაგიშვილი – თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევლენ, მათი საქმიანობა ძირითადად „მასკარადი“ იქნება

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევლენ, საკანომდებლო ორგანოში მათი საქმიანობა ძირითადად „მასკარადი“ იქნება.

როგორ ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დესტრუქციის იარაღად აღიქვამს.

„ალბათ უფრ ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით არ შეიქმნება, იმიტომ, რომ ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ, ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გაუქმებულ აქციას, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ქადაგიშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიხვდა, რომ ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებდა.

„2 თვით გადადებული ღონისძიება, მითუმეტეს, საპროტესტო, არ არსებობს. თუ რამე საპროტესტოა, 2 თვის განმავლობაში შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ უჭერდა და არ უჭერს ოპოზიციის დესტუქციულ დღის წესრიგს მხარს, ბევრჯერ ნათლად გამოჩნდა და ის, რომ დღეს აქცია არ ჩატარდება, ამის ნათელი მაგალითია. ოპოზიციის ყველა მხარე უნდა მიხვდეს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და თუ რამე უკეთესი შეუძლიათ, პარლამენტიდან გააკეთონ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაშალვა კერესელიძე – საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია