პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მარნეულის ინცინდენტი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევაა

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ 8 ოქტომბერს, მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რომელსაც სწრაფი რეაგირება სჭირდება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, ეს არის გამონაკლისი და აგრესიული შემთხვევა, რომელიც არ ყოფილა ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა და ზოგადად, არ ყოფილა საარჩევნო პროცესის კლიმატის განმსაზღვრელი თემა.

მისივე თქმით, უფრო მეტი ექსცესი დაფიქსირდა ხმების დათვლის პერიოდში, ვიდრე უშუალოდ, ხალხის მიერ, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისას.

“ცალკეული შემთხვევები, მათ შორის, მარნეულის შემთხვევა, პრეზიდენტის მიერ ფასდება როგორც კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი და ძლაიან ექფექტური რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნების მეორე ტური წინ არის”, – აღნიშნა მიშველაძემ.

მისი შეფასებით, მარნეულის ინციდენთან დაკავშირებით, შსს-ს მყისიერი და ეფექტური რეაგირება ჰქონდა.

banner
წინა სტატიაში“გიორგი მარგველაშვილი განაგრძობს დადებული ფიცის შესრულებას” – ადმინისტრაცია “ქართულ ოცნებას” პასუხობს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადანაცვლებას ირაკლი სესიაშვილი არ ადასტურებს