პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში საფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემოზეც იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა რენო სალენსს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთმა რამდენიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი შემოიღო
შემდეგი სტატიაReuters: მერკელი რუსეთს არაწესიერ თამასში სდებს ბრალს