„პრეზიდენტის შეფასებები ზეწოლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება“

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი სასამრთლო სისტემაზე ზეწოლას ახდენს არასერიოზულია.

კვერენჩხილაძის თქმით სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შეფასება ზეწოლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არასერიოზულია. რაღაც მოჩვენებითი არგუმენტები, მითუმეტეს იურისტებისგან არ უნდა იყოს. ეს ცოტა უხერხულია. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური. იგი არის კონსტიტუციური უფლებების გარანტი და მის მიერ გაკეთებული შეფასება, სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ ზეწოლად შეგვიძლია ჩავთვალოთ საკანონმდებლო ნორმები. ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენციის დასრულების შემდეგ მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც სასამართლოზე ზეწოლაზეა საუბარი.

“საქართველოს მოსამართლეები მიუღებლად მივიჩნევთ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდებოდა კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, მათ ზღვარდაუდებელ ლანძღვასა და ხალხის მტრებად წარმოჩინებას. ამას დაემატა თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციის მცდელობა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ბატონი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი საგამოცდო ვადით დანიშვნის შესახებ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ იქნა საძრახისი კამპანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, თავდაპირველად საბჭოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, არ დანიშნულიყო ლევანი მურუსიძე, ხოლო შემდგომ საბჭოს წევრების გადადგომისა და ახალი კანონის მიღების მოთხოვნებით, რომლის საფუძველზეც, სურთ მოხდეს საბჭოს დაშლა და მისი ახალი შემადგენლობის შერჩევა. უფრო მეტიც: არასამთავრობო ორგანიზაციებმა ულტიმატუმიც კი წაუყენეს საბჭოს წევრებს და გადადგომისათვის კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს. განსაკუთრებით დასანანია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მოქმედებებიც უნდა შეფასდეს, როგორც ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის გამიზნული ნაბიჯი და ამ გზით საბჭოზე ირიბი ზეგავლენის მცდელობა. ასევე სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად მივიჩნევთ მის მოწოდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის, რომ მის წარმოებაში არსებულ საქმეზე მას „არ მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება“. აგრეთვე მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომლითაც მან გადადგომისაკენ მოუწოდა საბჭოს წევრებს კონკრეტული მოსამართლის დანიშვნის საკითხზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიე.წ კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება
შემდეგი სტატია“დიახ, მე ვიხევ უკან” – თეა წულუკიანი მოსამართლეებს