პრეზიდენტის არჩევის წესი – აბაშიშვილი პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, უნდა დანიშნოს პლებისციტი, სადაც მოსახლეობა ამ შეკითხვას მკაფიო პასუხს გასცემს.

„ცოტა კომიკური სახე მიიღო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრებმა, ხან ხმოსნებზეა საუბარი, ხან პარლამენტის მიერ არჩევაზე, ხან პირდაპირი წესით არჩევაზე. ბოლო-ბოლო არ არის საჭირო ამდენი წვალება. უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და რით ვერ დაასრულეს მათ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მუდმივი მათი აზრით, კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ადამიანებმა ავტომატურად დაკარგეს სამუშაო
შემდეგი სტატიაგიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს