პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიიუკნევიჩიენე: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქცევა
შემდეგი სტატიაგუბერნატორი – რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს