პრემიერი სპეცოპერაციებს გამოეხმაურა

ქართულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს და თითოეული სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა- განცხადება პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:
“სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეს არის ტერორიზმი – გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა – ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ შსს-ს 2 თანამშრომელი ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა მაჩალიკაშვილების ოჯახს მიუსამძირმა