პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს, ასეთი რიტორიკით უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას – ბეჟაშვილი

პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ამ შემთხვევაში, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დასწევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: “ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია”
შემდეგი სტატიათუ სტატუსის მონიჭების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პირობას ვაჭრობად აფასებენ, როგორც ჩანს, ეს არის შოკი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა – ოხანაშვილი