“ფეხი შეაწმინდა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს” – ზაალ უდუმაშვილი

“ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს,”- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირველ ინტერვიუს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.

ოპოზიცური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქვეყანაში ხმაურიანი პროცესების დაწყებაა მოსალოდნელი.

“ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ყველაფერი, რაც მისი აზრით, ცუდი ხდება ქვეყანაში, არის კვირიკაშვილის და იმ მინისტრების ბრალი, რომლებსაც დღეს იბარებენ პროკურატურაში, შესაბამისად ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ,”-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილს ეშინია თავისუფალი ადამიანების” – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე აშშ-ის საელჩოში, პოლიტიკურ მდივანს შეხვდა