ფეიკია ეს ვიდეო: ოხანაშვილი სააკაშვილის მიერ ვაქცინის შეთავაზებაზე

ჯერ ისევ უცნობია მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მალტას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად. მსგავსი შინაარსის წერილის გასაჯაროვების თხოვნით მთავრობას გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩალაძემ მიმრთა. მისი განცხადებით, ყოველი საათი რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ეს ვაქცინები წავა სხვაგან.

ჩალაძემ მთავრობას საგანგებო განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 27 იანვარს, გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.

“არ დაიღალეთ სააკაშვილის ხსენებით?! გამოვა ეს ადამიანი, იტყვის სისულელეს, რაღაცას მოიტყუება და ჩვენ მოდით და ვაკეთოთ კომენტარები”, – თქვა თეა წულუკიანმა.

ამავე თემას ხუმრობით უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა:

“მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს [ვიდეო]. ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს, ვერ გეტყვით, არასერიოზულია. ერთი სერიოზული განცხადება მითხარით რაც თქვა და რაც სიმართლეს შეესაბამება, არ არის ესეთი”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმელაშვილსა და ილიჩოვას პირად თავდებში პოლიტიკოსები უდგებიან
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ