პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პრლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა მოითხოვა 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

პაპუაშვილის თხოვნა უმრავლესობის დეპუტატებმა გაიზიარეს. წუთიერი დუმილის დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრები ფეხზე არ წამოდგეგნ, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უმრავლესობის წარმომადგენლები გააკრიტიკეს. ამის შემდეგ კი უმრავლესობის დეპუტატ ოთარ ჩრდილელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა ზვიად ზვიადაურს და ომარ ნიშნიანიძეს დარბაზი დაატოვებინა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: არ მსურს პარლამენტში მონაწილეობა მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: ჩვენს მიერ წარმოდგენილი კადრები ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას