პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსლიების შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა არცერთს მიუცია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომა არ ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ 29 ივლისს თავად მიმართა. მელიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტირს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშილიზა იასკო სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: „მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება“