,,პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაქვს აწყობილი, რომ კანტორას, რომელიც „ქართულ ოცნებას” ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს 20 000 დატრენინგებული ადამიანი გაყალბების ყველა მექანიზმის აღსაკვეთად.

მისივე თქმით, გაყალბების წინააღმდეგ გაერთიანებულ ოპოზიციაში არის სრული ტექნიკური და ტექნოლოგოური მზაობა.

„სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური მზაობაა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების” გაყალბების ყველა მექანიზმი გადავკეტოთ. ჩვენ დავაფიქსირებთ ყველა შედეგს. გვაქვს პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია აწყობილი, რათა კანტორას, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას” ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა დეტალი ვიცით, ყველა უბანზე, ყველა რაიონში, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინ არიან მთავარი გამყალბებლები. ყველას დავაფიქსირებთ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რადგან ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, მაგრამ ადამიანის ნების გამოხატვაზე ზეგავლენას, მისი ნებით მანიპულირებას ვერავის ვაპატიებთ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა გამყალბებელი. ჩვენს რუკაზე იქნება ყველა მტკიცებულება თითოეულ ამ ადამიანთან მიმართებაში. ტყუილად ნუ დადგებით საარჩევნო უბნებთან, ჩვენ გავაკონტროლებთ მთელ პერიმეტრს და არ მოგცემთ ხალხის ნებით მანიპულირების შესაძლებლობას”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„არ ვაკეთებ კომენტარებს… გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ“ – სალომე ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ(+ფოტო)