პაპუაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დღის ბოლომდე წარადგინონ უკრაინაში წამსვლელთა ზუსტი სია

როდის წავა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის მეთაურობით და ვინ გაყვება მას ოპოზიციიდან. რამდენიმე ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, მათ შორის “ლელომ”, დაადასტურა , რომ უკრაინაში უმრავლესობასთან ერთად ვიზიტს განახორციელებენ.
ჯერჯერობით უცნობია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკვე მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დღის ბოლომდე წარადგინონ უკრაინაში წამსვლელთა ზუსტი სია.

იმ შემთხვევაში თუ ენმ უმრავლესობის დელეგაციასთან ერთად წასვლაზე უარს იტყვის, მათ კვოტას “გირჩები” შეავსებენ და უკრაინაში იაგო ხვიჩია წავა.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან უკრაინაში პარასკევს, ან შაბათს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსი პასპორტს ჩამოართმევს 4 რუს ოლიგარქს
შემდეგი სტატიათალაკვაძე – კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი