პაპუაშვილი: თუ არც ერთ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერდით, ცესკო-ს ვერ დავაკომპლექტებდით

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფარისევლობაა, როცა ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსზე საუბრობს, რადგან მათი პოზიცია იყო, რომ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ.

„ოპოზიცია ორივე კანდიდატურას იწუნებს და მხარს არ უჭერს. თუ არც ერთ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერდით, ცესკო-ს ვერ დავაკომპლექტებდით, მით უმეტეს, თავმჯდომარეს. ასეთ შემთხვევაში, რას ვიღებდით? – ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე შეასრულებდა. ეს არის ფარისევლობა, რაზეც ისინი საუბრობენ. სინამდვილეში, გეგმაა, რომ ოპოზიციური მოადგილე ყოფილიყო, რომელიც თავმჯდომარის მოადგილეს შეასრულებდა. ოპოზიციის ერთადაერთი პრეტენზიაა, რომ კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს, რაც შეურაცხყოფაა საჯარო მოხელეების. გამოდის, რომ ეს არის საარჩევნო მოხელეების მიმართ დამღის დადება, რომ თითქოს, მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენი ოპონენტები 19 აპრილის შეთანხმებას არღვევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ამაყობს! – სალომე ზურაბიშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით