პაპუაშვილი – საინტერესოა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში რა ექნება სათქმელი

დღეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი. მე დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში რა ექნება სათქმელი.

„მიხვდით ხომ, ხალხს რა აინტერესებს. თემები, რომელსაც ატრიალებდით სამი წელი, რომ ეს არ იყო ის საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, კარგია, რომ მიხვდით. საინტერესო იქნება, წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებები ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული
შემდეგი სტატიაწილოსანი ოპოზიციას: თუ ვერ ისწავლით სწორად ოპონირებას, ოპონენტებად ვერ ჩამოყალიბდებით