პაპუაშვილი – როგორც სააკაშვილი ვერ აღიარებს რეალობას, რომ ციხეშია, ისე „ნაცმოძრაობა” ვერ აღიარებს რეალობას, რომ არიან ოპოზიციაში

„ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი მიდგომებიდან გამომდინარე, ამას პერსპექტივა არ ექნება, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი კითხვას, ჩაერთვება თუ არა „ქართული ოცნება” პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ინკლუზიურ პროცესში.

მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს არც კანონის ნებას და არც ხალხის ნებას, რომ ისინი ოპოზიციაში არიან.

„პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ვერ ეგუება საკუთარ პოზიციას, როგორც ოპოზიციაში მყოფი ძალისა, არ აღიარებენ რეალობას. ეს არის მთავარი პრობლემა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ვერ აღიარებს რეალობას, რომ ის იმყოფება ციხეში, ისე „ნაციონალური მოძრაობა” ვერ აღიარებს რეალობას, რომ არიან ოპოზიციაში. ამიტომ, როგორც კი აღიარებენ რეალობას, როგორც კი აღიარებენ ხალხის ნებას და კანონის ნებას, იმ მომენტშივე ყველაფერი დალაგდება. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა” დავარწმუნოთ, რომ აღიარონ რეალობა,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ დეველოპერულ პროექტს ლისზე ახორციელებს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად