პანკისის ხეობის სახალხო კრების წევრები პრემიერის სახელზე გაგზავნილ მიმართვაზე პასუხს კვირაზე მეტია ელოდებიან

პანკისის ხეობის სახალხო კრების წევრები პრემიერის სახელზე გაგზავნილ მიმართვაზე პასუხს კვირაზე მეტია ელოდებიან. ამის შესახებ უხუცესთა ალტერნატიული საბჭოს წევრმა ემზარ ტოხოსაშვილმა განაცხადა.

როგორც ემზარ ტოხოსაშვილი ამბობს, მიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარეს, პანკისის ხეობაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობაზე მოსახლეობის პოზიცია და არგუმენტებია ჩამოყალიბებული.

მისივე თქმით, ორგვერდიან მიმართვაში საუბარია, რა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჰესის აშენება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე.

„პანკისის ხეობაში უკვე გვაქვს ,,ხადორჰესი“ და კიდევ დამატებით სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და სერიოზულ პრობლემებს ეკოლოგიასაც შეუქმნის. გარდა ამისა, რადიაციის დონე მოიმატებს და იძულებული გავხდებით, აქედან გადავსახლდეთ. ასე ფიქრობს ხეობაში მცხოვრებთა უმეტესობა“, – აცხადებს ემზარ ტოხოსაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ 2 თებერვალს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ჰესების აშენების მოწინააღმდეგეები და უხუცესების პოლიციაში არ დაუბარებიათ და მათზე ზეწოლა არ მომხდარა. ხეობაში არც ჰესის მშენებელი კომპანია ,,ფერის“ ტექნიკა და სამშენებლო მასალების შემოსვლა დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიუჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს – გიორგი ფანცულაია მამალაძის მდგომარეობაზე
შემდეგი სტატია17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში ავტომანქანების განბაჟება/რეგისტრაცია ვერ განხორციელდება