პაატა სალია “რუსთავი2”-ის სასამართლო დავის დაწყებაზე, კომენტარს, სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დავით , დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს, მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელის შინაარს გაეცნობა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მას რაიმე სამართლებრივი კვალიფიციური კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„მე არ ვიცი სარჩელის შინაარსი, შესაბამისად ახლა რამე კვალიფიციური სამართლებრივი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სარჩელის შინაარსი მეცოდინება, ალბათ, ამის შემდგომ გავაკეთებ კომენტარებს. მე არც ის ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მხარე ამ დავის. რაც შეეხება ზოგადად შანსებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“,-განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრის, იურისტის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, .ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ფონიჭალაში – წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულის ნარკორეალიზატორი ქალი
შემდეგი სტატიაპარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ