პაატა იმნაძე : კორონავირუსის ვაქცინები რომ გაჩნდება, ნეტავ მას ეყოს, ვისაც აცრის სურვილი ექნება

დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, აიცრას. ძალიან ბევრს ექნება სურვილი და ნეტავ მათ ეყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ვაქცინა რომ იქნება, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ მალე დაამზადონ ვაქცინები. ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : სომხეთისთვის დახმარებაზე შეთავაზება გაკეთებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები