პაატა ბურჭულაძე: ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

ახალი პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პირველ ყრილობას მართავს. პარტიის მხარდამჭერები სპორტის სასახლეში არიან შეკრებილები. მონაწილეებს სიტყვით პაატა ბურჭულაძემ მიმართა და თქვა, რომ „ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“.

ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლებს და დღეიდან იწყებს ამისთვის ბრძოლას.

„ჩემი სურვილი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის. ამიტომ ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები. დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს საქართველოს. დღეს იბადება ძალა, რომელიც შექმნის ახალ სახელმწიფოს ხალხისათვის,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც სპორტის სასახლეში შეკრებილებს მისი გუნდის პოლიტიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად აირჩიეს