ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია, საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

news
ავტ.: news მარტი 18, 2016 17:08

ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია, საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოს ტექნოლოგიების პარკში (ტექნოპარკი) გამართულ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2016 წელს” სიტყვით გამოვიდა და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

“მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტირების ხელშეწყობას”, – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. ოთარ დანელიამ მელიორაციის მიმართულებით ინოვაციური პროექტების, აგროდაზღვევის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსტენციო მომსახურების გაძლიერები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული დარგის განვითარებისთვის სამინისტროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

კონფერენციაში “საქართველო და მსოფლიო 2016 წელს” მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

news
ავტ.: news მარტი 18, 2016 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,916
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics