ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დმანისში საპროტესტო აქცია იმართება

ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დმანისში საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, კახა ოქრიაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები. ისინი გახშირებულ ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ და გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტს გმობენ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოქალაქეებზე თავდასხმის ბრძანება ხელისუფლებამ გასცა იმისათვის, რომ მოსახლეობა დაეშინებინათ.

“უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები… ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა – არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!”, – თქვა ნიკა მელიამ.

მან მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ დაისჯება ყველა პირი, რომლებმაც მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს.

“ხელებ აწეულები, მშვიდობიანად, ურყევად, მტკიცედ, ჩვენი ბიულეტენით მივიდეთ 2 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და სახეში გავულაწუნოთ ამ რეჟიმს. ეს არ არის მუქარა, ყველა პასუხს აგებს! ყველა ზონდერი!”, – აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას
შემდეგი სტატიასაქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობასთან! – ბადრი ჯაფარიძე