ოპონენტების განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, სწორედ მათი ორგანიზებულია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპონენტების განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, სწორედ მათი ორგანიზებულია.
ამის შესახებ კალაძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ჩვენ ვისმენთ – ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქოსთან მიმართებით. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ შეტევა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა საპატრიარქოს მიმართ, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ნამდვილად შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს, კალაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: პრობლემაა სასულიერო პირების პროპუტინური გზავნილები და მათგან ძალადობის მფარველობა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე წმინდა სინოდს მიმართავს