ომარ ნიშნიანიძე ინაუგურაციაზე მიიწვიეს

“ქართული ოცნების” წევრი და ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე თელავში იმყოფება. როგორც ჩანს, მან ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო,.

“ქართული ოცნების” ე.წ ძველი გვარდიის წარმომადგენელი გუშინ აცხადებდა, რომ ინაუგურაციაზე ის არავინ მიიწვია:

„მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არამგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არამგონია, დაპირისპირება იყოს „ქართულ ოცნებაში”, ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი. არასოდეს დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა”,-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.” აცხადებდა გუშინ ნიშნიანიძე.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს ავტომობილის შუშები ჩაუმტვრიეს
შემდეგი სტატიაქეთი დოლიძე: არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი