ოკუპანტებმა სოფელ ფლავიდან 40 წლის მამაკაცი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს. ქისიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით უკვე მესამედ მოხვდა ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბოლოს იგი ამავე ბრალდებით ერთი თვის წინ იყო დაკავებული და 2 000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაკავებულების ახლობლების ვერსიით, ქისიშვილი სავარაუდოდ ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლობლის მოსანახულებლად გადავიდა, რა დროსაც ის დააკავეს. დაკავებულის დედის განცხადებით, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილი პოექტების დაანონსებისას მინიმუმ მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას” – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაენმ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს