“ოცნება” ადამიანებს სამსახურში იყვანს არა პროფესიული , არამედ იპარტიული ნიშნით – ირმა ნადირაშვილი

„ჩვენი ამოცანაა ოპოზიციის, რომ არ დავუშვათ ამ რეზერვის გამოყენება და ამ ნეპოტისტური მიდგომების გამოყენება,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, გააკეთა.

ირმა ნადირაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, საჯარო სამსახურში 6 500 თანამშრომლიდან კონკურსის წესით მხოლოდ 4 პროცენტი დასაქმდა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ქართული ოცნება იყენებს შემდეგ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ არჩევნებში მმართველი გუნდისთვის სასურველი პირს მისცენ ხმა.

„ქართული ოცნება ადამიანებს სამსახურში იყვანს არა პროფესიული ნიშნით და მათი უნარ-ჩვევების, არამედ იმის მიხედით, არიან თუ არა ისინი პარტიული აქტივისტები, დეპუტატების, მთავრობის წერების ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ოჯახის წევრები. ეს არის ქართული ოცნების ოქროს რეზერვი, კოორდინატორების ინსტიტუტი ამ ხალხს დააწყობს არჩევნების დღეს და აიძულებს, რომ ხმა მისცეს ქართული ოცნებისთვის სასურველ კანდიდატს,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კვლევის ავტორების თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმება, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით ხდება, რაც მმართველ გუნდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს საარჩევნოდ.

banner
წინა სტატიაშიუკავშირდება თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს ,,პალიტრა მედიაში” საგამოძიებო სამსახურის შესვლა?!
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილისთვის ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს