ნუკრი ქანთარია – ან გავიშლებით, ან დავიშლებით, კოალიცია ასეთია

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

ან გავიშლებით, ან დავიშლებით, კოალიცია ასეთია, მარადიული არ არებობს არც ერთი კოალიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით.

“ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი იქნება ნათელი- კოალიცია გაიშლება, დაიშლება, თუ ერთად იქნება. გააკეთონ განცხადება და შემდეგ შეიძლება ჩვენ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი, კარგია თუ ცუდი. ასე “ეროვნულმა ფორუმმაც” თქვა, რომ ისინი ელოდებიან ყრილობას და სრულიად ბუნებრივია ეს ამბავი. მე მგონია, რომ არ არის ეს ისეთი რამ, რაზეც ჩვენ გამუდმებულად უნდა ვიყოთ ჩაციებული. ყველაფერი დროსა და სივრცეში დალაგდება ისე, როგორც მომგებიანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ან გავიშლებით ან დავიშლებით კოალიცია ასეთია, მარადიული არ არებობს არც ერთი კოალიცია. კოალიციის დროს კლებულობს ინდივიდუალიზმი. ამიტომ თუ ჩათვლიან არსებული სუბიექტები, რომ საჭიროა ახლა მათი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და ჩვენ ყველანი ამაზე შევთანხმდებით, იქნება ასე, თუ არადა, იქნება – ისე. დავიცადოთ, არჩევნების წინ ყველამ უნდა იცოდეს რა სახით წარდგება კოალიცია. მიემატება სუბიექტები, თუ პირიქით, გამოაკლდება. ეს უახლოეს თვეებში გაირკვევა”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დონალდ ტრამპის საფლავის ქვა გამოჩნდა
შემდეგი სტატიატატუს მოყვარულებში შავი ფერი დომინირებს