ნინო გვენეტაძე მოსამართლეების ტესტირებასთან დაკავშირებულ სკანდალთან კავშირს უარყოფს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, ბრალდებების შესწავლას გეგმავს.

ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

საქმე ეხება ახვლედიანის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, მოსამართლეების კონკურსის საგამოცდო ტესტები თავისი პასუხებით ზოგიერთ კონკურსანტს წინასწარ გააცნეს. საუბარია ირინა ხერხეულძეზე, რომელიც ნინო გვენეტაძის ახლობლად ითვლება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ფაქტები შესწავლილი იქნება და ის მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს კონკრეტული შეფასების გაკეთებას. თუმცა, ნინო გვენეტაძეს პრეტენზია მამუკა ახვლედიანის მიმართ აქვს.

„ეს ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, არ მოეტანა იუსტიციის საბჭოში და ასე ღიად არასამთვრობო ორგანიზაციების წინაშე დაეყენებინა. ჩვენი რეაქცია არის ასეთი, – შესწავლის პროცესის შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც აქვე ირინა ხერხეულიძესთან გამოცდებამდე რაიმე ტიპის კომუნიკაცია კატეგორიულად გამორიცხა და თქვა, რომ გამოცდების შედეგებზე დაეჭვების საფუძველი მას არა აქვს.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მანანა კობახიძის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)
შემდეგი სტატია,,დემარში სასამართლო კორპუსთან მე ნამდვილად არ მჩვევია”