ნიკა რურუა: მოვიდა ინფორმაცია, რომ შინდისში, ტაბახმელასა და კოჯრში დიდი რაოდენობით ნარკოტიკია ატანილი

„მოვიდა ინფორმაცია, რომ შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის პოლიციის უფროსებმა საკუთარ ოპერმუშაკებს ასეთი დავალება მისცეს – ვისაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ნახავთ, ხელი არ ახლოთო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა წერს და იქვე დასძენს, რომ „ამავე ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკებია ატანილია იქო.“
„სავარაუდოდ, ამ ხალხით საარჩენო უბნების ჩაშლა უნდათ. ამაზე ბინძური მეოდების გამოყენება, უბრალოდ წარმოუდგენელია,“ – აცხადებს რურუა.
შეგახსენებთ: მთაწმინდაზე მეორე ტურში ერთმანეთს ნიკა რურუა და დამოუკდიებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდებიან. კულუარებში ამბობენ, რომ საგარეო სქმეთა ყოფილ მინისტრს მხარს „ოცნება“ უჭერს. სხვთა შორის, „ოცებას“ მთაწმინდაზე მაჟორიტარობისკანდიატი არც პირველ ტურში ჰყავდა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 47 საჩივარი
შემდეგი სტატიაცესკო საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს