ნიკა მელია: დღევანდელ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების და დასავლეთის ზეწოლამ ითამაშა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდებიან. მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია, რადგან მას აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები.

მისივე თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების და დასავლეთის ზეწოლამ ითამაშა.

„სალომე ზურაბიშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ის, რომ დაგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებაა ეს ფაქტია. 8 მარტის შეთანხმების აღსრულების პროცესი მიმდინარეობს.

ვუსმენდი ირაკლი კობახიძეს და ვფიქრობდი, მე რომ გავიკეთო პარიკი და ისე გავსაღდე ქართული ოცნების პოლიტიკოსი და არავინ არ იცოდეს, რომ მე ნიკა მელია ვარ, რომ მქონდეს ჩაფიქრებული გუნდის შიგნიდან დაზიანება, იმაზე მეტად ვერ დავაზიანებ ქართულ ოცნებას, როგორც ახლა ისინი იზიანებენ თავს.

კობახიძემ გვითხრა რომ პოლიტპატიმრები გამოვუშვით მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიანო, ცდილობენ რომ კატასავით ზურგზე არ დაეცნენ. დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის დასავლეთის, ოპოზიციური პარტიების, ერთობისა და სამოქალაქო აქტიურობის შედეგი. თუ კრიმინალები არიან და ქვეყანას დააქცევენ რატომ გამოუშვეს?“ – აცხადებს ნიკა მელია.

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი პირადი სურვილიდან გამომდინარეობს და სხვისი თხოვნით, მოწოდების ან რეკომენდაციის საფუძველზე არავინ არ შეუწყალებია.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: როგორც კი გიორგი რურუაც გათავისუფლდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა
შემდეგი სტატიაარ აქვს მნიშვნელობა, რა ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან