ნიკა მელია: არ შეიძლება და არაფერი არ ავნებს ამომრჩეველს ისე, როგორც გულზე მჯიღის ცემა

„არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არ შეიძლება და არაფერი არ ავნებს ამომრჩეველს ისე, როგორც გულზე მჯიღის ცემა – ეხლა მოვალ და არ მოდიხარ. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა…

 

ერთი რამე უნდა ვთქვა – ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ, ხალხნო რა. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფრუსტრაციაში და არაფერი არ იწვევს ისეთ იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ “ახლა მოვალ, დედას გიტირებთ” და არ მოდიხართ. “ახლა გამოვა ხალხი გარეთ ქუჩაში” და ამას არ ვაკეთებთ, ეს არ შეიძლება. არაფერი ისე არ აგდებს ამომრჩეველს დეპრესიაში, როგორც ეს დამოკიდებულება.

ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ “ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას”, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს”-აცხადებს ნიკა მელია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მთლიანად ვუერთდები სანდრას მოწოდებას
შემდეგი სტატიანახირი რომ მოყავდათ დილის ხუთ საათზე, მთელი საქართველო რომ გადმოწერეს, ეს რა იყო