ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც წევრი
სახელმწიფოები ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან
მიმართულებებს განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორის არის
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.

მინისტერიალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის
სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

ნატოს გენერალური მდივნის – იანს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის
განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოებაც, რადგან აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია როგორც ნატოსთვის,
ასევე, საქართველოსთვის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო
უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური
დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან
ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ
თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო
ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და
ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატო-ს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).

banner
წინა სტატიაში“კომპანიას უნდა ყველა, მათ შორის ბინძური მეთოდით ვალის თემა ხალხს დაავიწყოს” – წულუკიანი “ომეგა ჯგუფზე” საუბრობს
შემდეგი სტატიაწამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს