ნათია მეზვრიშვილმა ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის და დღის
განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ მინისტრის მოადგილის
ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.

,, რაც შეეხება ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს,
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე როგორც
მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და
სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე
საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ
მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან.

გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ
მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ
დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა
დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე
(პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ
საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით