ნადირაშვილი კობახიძეს: მაინტერესებს, ივანიშვილი ისეთივე საზოგადოებრივი მოღვაწეა, როგორც ილია ჭავჭავაძე?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენილი მანანა კობახიძის დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, საკონსტიტუციო სასამართლო თუ ასეთი წარმატებული იყო, მის დასამარებაში კობახიძემ დიდი წვლილი რატომ მიიღო.

“თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თუ დაინიშნეით, სადაც „რუსთავი 2″-ს საქმის განხილვა მოგიწევთ, თქვენს დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა. ასევე მაინტერესებს, ივანიშვილი ისეთივე საზოგადოებრივი მოღვაწეა, როგორც ილია ჭავჭავაძე?”, – მიმართა ნადირაშვილმა კობახიძეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიდაიხურება vs შეჩერება! სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი – ტაბლიაშვილი
შემდეგი სტატიამდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია