„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამოქმედო გეგმებს კონსულტაციების შემდეგ გამოაცხადებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერები მცირე კონსულტაციებს გამართავენ და სამოქმედო გეგმებს უშუალოდ აქციაზე გამოაცხადებენ. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები იკრიბებიან.

„ჩვენ ვაპროტესტებთ დღევანდელ დღეს, თუ როგორ მოიქცა ხელისუფლება. როდესაც საუბარი არის სახელმწიფოს მიტაცებაზე, დღეს იყო. კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წევრები აქციის გამართვისთვის ემზადებიან.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა. ტერიტორიაზე იმატებს ხალხის ნაკადი.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხარშილაძე-როგორი არჩევნებიც იყო, ისეთივე იყო ინაუგურაციაც
შემდეგი სტატიაგაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა