(video) ,,მზად ვარ, 1 ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად”

“მზად ვარ, 1 ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად,“ – ამ სიტყვებით ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი წამყვანი, გიორგი ისაკაძე, მაესტროს ხელმძღვანელობას გადაცემა არჩევანის ეთერიდან მიმართავს.

“30 თუ 31 მაისს ასე ცალმხრივად კონტრაქტის გაწყვეტის მოლოდინი რომ მექნებოდა, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, მე შემიძლია, დავადასტურო, რომ მთელ ამ ორომტრიალში ეს პერიოდი იყო საკმაოდ რთული. მე შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ ყველაფერში საქმის მიღმა პირადი თემებიც არის, რომლის გამომზეურებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. თუმცა, როდესაც მე შევხვდი მაესტროს დირექტორს, ფინანსურ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ამ გადაცემის დამოუკიდებელი წარმოება ვერ მოხდებოდა. მე მინდა, ყველაფერს წერტილი დავუსვა და ერთადერთი არჩევანის წინაშე დავაყენო ეს ხალხი. მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ეს გადაწყვეტილება, თუ თქვენ მზად ხართ და თქვენ მართლა არ გამოძრავებთ სხვა მიზნები, მე, გიორგი ისაკაძე ვაცხადებ შემდეგს, მე გთავაზობთ, ერთ ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად, ოღონდ ამ ბავშვებმა და ამ პროექტებმა გააგრძელომ მაუწყებლობა. ახლა არჩევანი არის თქვენს მხარეს,“ – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

https://youtu.be/zrF59QYX-Ws

banner
წინა სტატიაში(video),,რუსთავი2-ის გარეშე არჩევნების ჩატარება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”
შემდეგი სტატია,,საქართველოში პოლიტიკური პარტიები კომუნისტური პარტიის ქსეროასლია”